ესპანური რიცხვითი სახელები: სრული გზამკვლევი, რიცხვები (Los Numerales en Español) (A1_015)

ესპანურ ენაში რიცხვითი სახელი (Numeral) მეტყველების ის ნაწილია, რომელიც მიუთითებს რაოდენობას ან რიგს. ისინი აუცილებელია ყოველდღიურ კომუნიკაციაში, იქნება ეს ნივთების დათვლა, თარიღების დასახელება თუ რაიმე თანმიმდევრობის მითითება. ესპანურში რიცხვითი სახელების რამდენიმე ძირითადი ტიპი არსებობს: რაოდენობითი, რიგობითი, წილადი და ჯერადი.

მოდით, დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი.


I. რაოდენობითი რიცხვითი სახელები (Numerales cardinales)

შესავალი და გამოყენება: რაოდენობითი რიცხვითი სახელები გამოიყენება საგნების რაოდენობის გამოსახატავად. ისინი პასუხობენ კითხვას: ¿cuántos/as? - რამდენი?

რიცხვები 0-დან 1,000,000,000-მდე:

0 - cero

1 - uno

2 - dos

3 - tres

4 - cuarto

5 - cinco

6 - seis

7 - siete

8 - ocho

9 - nueve

10 -diez

11 -once

12 -doce

13 -trece

14 -catorce

15 -quince

16 -dieciséis, diez y seis

17 -diecisiete, diez y siete

18 -dieciocho, diez y ocho

19 -diecinueve, diez y nueve

20 -veinte

21 -veintiuno, veinte y uno

22 -veintidós, veinte y dos

23 -veintitrés, veinte y tres

24 -veinticuatro, veinte y cuatro

30 -treinta

31 -treinta y uno

40 -cuarenta

41 -cuarenta y uno

50 -cincuenta

60 -sesenta

70 -setenta

80 -ochenta

90 -noventa

100 -cien, ciento

101 -ciento uno

200 -doscientos

300 -trescientos

400 -cuatrocientos

500 -quinientos

600 -seiscientos

700 -setecientos

800 -ochocientos

900 -novecientos

1000 -mil

1121 -mil ciento veintiuno

2000 -dos mil

2324 -dos mil trescientos veinticuatro

49835 -cuarenta y nueve mil ochocientos treinta y cinco

1 000 000 -un millón

2 000 000 -dos millones

1 000 000 000 -mil millones

2 000 000 000 -dos mil millones

გამოყენება: რაოდენობითი რიცხვითი სახელები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც

არსებით სახელთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად.

  • Veo cinco árboles - ვხედავ ხუთ ხეს.
  • ¿Cuántas personas están aquí? Diez. - რამდენი ადამიანია აქ? ათი..
  • Cinco y tres son ocho - 5+3=8.

სქესის ფორმები: რიცხვით სახელებს

uno, doscientos (200) და 900-ის ჩათვლით, აქვთ მამრობითი და მდედრობითი სქესის ფორმა:

  • Un - მამრობითი სქესის ფორმა, გამოიყენება არსებით სახელთან ერთად.
  • Uno - მამრობითი სქესის ფორმა, გამოიყენება დამოუკიდებლად.
  • Una - მდედრობითი სქესის ფორმა, გამოიყენება არსებით სახელთან ან დამოუკიდებლად.
  • Doscientos, trescientos... - მამრობითი სქესის ფორმები.
  • Doscientas, trescientas... - მდედრობითი სქესის ფორმები.

მრავლობითი ფორმები: რიცხვით სახელებს

ciento, mil და millón გააჩნიათ მრავლობითი ფორმა - cientos, miles და millones, როცა გამოიყენებიან როგორც არსებითი სახელები.

  • diez y siete millones de población - 17 მილიონიანი მოსახლეობა.

II. რიგობითი რიცხვითი სახელები (Numerales ordinales)

შესავალი და გამოყენება: რიგობითი რიცხვითი სახელები მიუთითებენ საგნის რიგს ან თანმიმდევრობას. ისინი ეთანხმებიან არსებით სახელებს სქესში და რიცხვში. არსებითი სახელის წინ, როგორც წესი, გამოიყენება არტიკლი.

რიგობითი რიცხვითი სახელები:

პირველი - primer(o), -a, -os, -as (primo, -a, -os, -as)

მე-2 - segundo, -a, -os, -as

მე-3 - tercer(o), -a, -os, -as (tercio, -a, -os, -as)

მე-4 - cuarto, -a, -os, -as

მე-5 - quinto, -a, -os, -as

მე-6 - sexto, -a, -os, -as

მე-7 - séptimo, -a, -os, -as

მე-8 - octavo, -a, -os, -as

მე-9 - noveno, -a, -os, -as (nono, -a, -os, -as)

მე-10 - décimo, -a, -os, -as

მე-11 - undécimo, -a, -os, -as

მე-12 - duodécimo, -a, -os, -as

მე-13 - decimotercero, -a, -os, -as (decimotercio, -a, -os, -as)

მე-14 - decimocuarto, -a, -os, -as

მე-15 - decimoquinto, -a, -os, -as

მე-16 - decimosexto, -a, -os, -as

მე-17 - decimoséptimo, -a, -os, -as

მე-18 - decimoctavo, -a, -os, -as

მე-19 - decimonoveno, -a, -os, -as (decimonono, -a, -os, -as)

მე-20 - vigésimo, -a, -os, -as

ოცდამეერთე - vigésimo primero

ოცდამეორე - vigésimo segundo

ოცდამესამე - vigésimo tercero (tercio), etc.

ოცდამეათე - trigésimo, -a, -os, -as

ოცდამეთერთმეტე - trigésimo primero, etc.

მეორმოცე - cuadragésimo, -a, -os, -as

ორმოცდამეათე - quincuagésimo, -a, -os, -as

სამოცდამეათე - sexagésimo, -a, -os, -as

სამოცდამეათე - septuagésimo, -a, -os, -as

ოთხმოცდამეათე - octogésimo, -a, -os, -as

ოთხმოცდამეათე - nonagésimo, -a, -os, -as

ასმეათე - centésimo, -a, -os, -as

ასმეერთე - centésimo primero, etc.

მე-200 - ducentésimo, -a, -os, -as

მე-300 - tricentésimo, -a, -os, -as

მე-400 - cuadringentésimo, -a, -os, -as

მე-500 - quingentésimo, -a, -os, -as

მე-600 - sexcentésimo, -a, -os, -as

მე-700 - septingentésimo, -os, -as

მე-800 - octingentésimo, -a, -os, -as

მე-900 - noningentésimo, -a, -os, -as (nongentésimo, -a, -os, -as)

მე-1000 - milésimo, -a, -os, -as

1001 - milésimo primero, etc.

მემილიონე - millonésimo, -a, -os, -as

შეკვეცილი ფორმები: რიცხვით სახელებს

primero და tercero აქვთ შეკვეცილი ფორმა (primer და tercer), თუ გამოიყენებიან მხოლობითი რიცხვის მამრობითი სქესის არსებითი სახელების წინ.

  • el primer momento - პირველი მომენტი.
  • el tercer viaje - მესამე მოგზაურობა.

თარიღების აღნიშვნა: თარიღების აღნიშვნის დროს, რიგითი რიცხვითი სახელები გამოიყენება მხოლოდ თვის პირველი დღის გამოსახატავად. დანარჩენ შემთხვევაში გამოიყენება რაოდენობითი რიცხვითი სახელები.

  • el primero de septiembre - პირველი სექტემბერი.
  • el siete de noviembre - 7 ნოემბერი.

III. წილადი რიცხვითი სახელები (Numerales fraccionarios)

შესავალი და გამოყენება: ამ ჯგუფს განეკუთვნებიან რიცხვითი სახელები, რომლებიც აღწერენ

რიცხვის წილად ნაწილს.

წარმოება: მეორედიდან მეათედამდე მათი წარმოება ხდება შემდეგი სქემით:

  • გასაყოფი - რაოდენობითი რიცხვითი სახელი.
  • გამყოფი - რიგითი რიცხვითი სახელი.
  • თუ გასაყოფი ტოლია ერთის, გამყოფი გამოიყენება მამრობითი სქესის მხოლობით რიცხვში, ხოლო ერთიანი გამოიხატება შეკვეცილი

un ფორმით.

    • un tercio - 1/3.
    • un quinto - 1/5.
  • თუ გასაყოფი მეტია ერთზე, გამყოფი გამოიყენება მამრობითი სქესის მრავლობით რიცხვში.
    • dos quintos - 2/5.
    • tres séptimos - 3/7.
    • nueve décimos - 9/10.

განსაკუთრებული შემთხვევა: ერთი მეორედი, ისევე როგორც ქართულში, გამოიხატება სპეციალური სიტყვით -

ნახევარი: un medio (1/2).

სიტყვა

medio შეიძლება იდგეს არსებითი სახელის წინ, ამ შემთხვევაში, ის ეთანხმება მას სქესში.

  • media docena - ნახევარი დუჟინი.
  • media hora - ნახევარი საათი.
  • medio kilometro - ნახევარი კილომეტრი.

წილადები 1/11-დან: დაწყებული 1/11-დან, წილადები იწარმოება შემდეგნაირად:

  • გასაყოფი - რაოდენობითი რიცხვითი სახელი.
  • გამყოფი - რაოდენობითი რიცხვითი სახელი + -avo(a); -avos(as)
  • un onceavo - 1/11.
  • cinco onceavos - 5/11.

ათწილადები: ათწილადების წერა და კითხვა:

  • 6,7 - seis y siete décimas ან seis enteros y siete décimas ან seis coma siete.
  • 3,01 - tres y una centésima ან tres enteros y una centésima ან tres coma cero uno.

IV. ჯერადი რიცხვითი სახელები (Numerales multiples (proporcionales))

შესავალი და გამოყენება: ჯერადი რიცხვითი სახელები მიუთითებენ რამდენჯერმე გაზრდილ რაოდენობაზე. ესპანურში ამ ჯგუფიდან გამოიყენება მხოლოდ ზოგიერთი მათგანი.

ზოგიერთი ჯერადი რიცხვითი სახელი:

  • doble (duplo, -a) - ორმაგი.
  • triple (triplo, -a) - სამმაგი.
  • cuádruple (cuádruplo, -a) - ოთხმაგი.
  • quíntuplo, -a - ხუთმაგი.
  • sextuplo, -a - ექვსმაგი.
  • septuplo, -a - შვიდმაგი.
  • óctuple (óctuplo, -a) - რვამაგი.
  • nonuplo, -a - ცხრამაგი.
  • décuplo, -a - ათმაგი.
  • céntuplo, -a - ასმაგი.

შეთანხმება: ეს რიცხვითი სახელები ეთანხმებიან არსებით სახელებს სქესში და რიცხვში.

 

Share: